თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე 1500-იანი ზღვარი გადალახა

0
22
ევროლიგის რეგულარული პირველობის მეათე ტურში თორნიკე შენგელიას ვიტორიას “ბასკონიამ” მიჯრით მეორე რუსულ გუნდს სძლია, ამჯერად საშინაო პარკეტზე სანქტ პეტერბურგის “ზენიტი” 70:60 დაამარცხა.
შენგელიამ 29:23 წუთში 20 ქულა (ათიდან რვა ორქულიანი, ორიდან ერთი სამიანი, ორიდან ერთი საჯარიმო), შვიდი მოხსნა, ორი პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა და მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
თორნიკემ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებაზე, ევროლიგაში 1500-ქულიანი ზღვარი გადალახა.
“ბასკონია” ხუთი მოგებით მეცხრე ადგილზეა და 28 ნოემბერს ათენში “პანათინაიკოსს” შეხვდება.