გურამ გაბისკირიას სახელობის თასის ფინალი 24 ნოემბერს ჩატარდება

0
58

საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საფეხბურთო კლუბ სოხუმის “ცხუმის” პირველი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ შარშან, 2018 წელს პირველად ჩაატარა. ორგანიზატორებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ეს გათამაშება ყოველწლიური, ტრადიციული გახდებოდა და ასეც იქნება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებას 11-24 ნოემბერს ატარებს. გათამაშებაში, რომელშიც 2007-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკები თამაშობენ, 10 გუნდი ასპარეზობს.

ნახევარფინალები. 22 ნოემბერი
19:45 – “დინამოს” აკადემია
16:30 – “ედელვეისი”

მატჩი მესამე ადგილისათვის. 23 ნოემბერი
11:00 – “ედელვეისი”

ფინალი. 24 ნოემბერი
12:00 – “დინამოს” აკადემია