გიორგი არაბიძემ ოპერაცია გაიკეთა

0
19

თურქული „ადანასფორის“ შემტევმა გიორგი არაბიძემ მტკივან კოჭზე ოპერაცია გაიკეთა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ქართველი სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ არაბიძეს ბოლო ერთი თვე ტრავმის გამო გაუცდა და გამოჯანმრთელება ოპერაციის გარეშე ვერ მოახერხა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში შვიდი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა, მოედანს კი 2020 წელს დაუბრუნდება.