შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელად მეხუთედ აღიარეს

0
18

ტაშკენტის “ფახთაქორის” ქართველი დამრიგებელი შოთა არველაძე უზბეკეთის პრემიერ ლიგაში ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახთაქორმა“ გასულ თვეში სამივე მატჩი მოიგო და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უზბეკეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, კონკურენტებს აჯობა.

არველაძის გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონატი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე მოიგო და ქვეყნის თასსაც დაეუფლა. შოთა პირველი ქართველი მწვრთნელია, რომელმაც საზღვარგარეთ დუბლი შეასრულა.

არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელად ამ სეზონში მეხუთედ დაასახელეს. მანამდე, ქართველმა სპეციალისტმა პირველობა მარტში, ივნისში, აგვისტოში და სექტემბერში არავის დაუთმო.

დიდი ალბათობით 46 წლის სპეციალისტი უზბეკეთში სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდება.