შენგელიას 22 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან

0
19

ევროლიგის მეცხრე ტურში ესპანურმა “ბასკონიამ” მოქმედ ჩემპიონსა და ევროკალათბურთის ფლანგმან მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის ლიდერობით 80:70 დაამარცხა.

სირენამდე წუთით ადრე შენგელიამ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა, 47 წამით ადრე კი ორქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელები 76:70 დააწინაურა. საპასუხო შეტევაში შენგელია მყარად დაუდგა გერმანელ ვოიტმანს, შეტევაში დააჯარიმა… მატჩის დასრულებას 18 წამი რომ აკლდა ქართველმა კაპიტანმა კიდევ ორი საჯარიმო გამოიყენა (78:70), რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

თორნიკე სასტარტო ხუთეულშ იყო და მოედანზე 32:10 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა (8/5 ორქულიანი, 5/2 სამიანი, 7/6 საჯარიმო), 6 მოხსნა, ერთი პასი, სამი ჩაჭრა. ქართველმა ფორვარდმა რვიდან ხუთი ორქულიანი, ხუთიდან ორი სამიანი და შვიდიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო.  შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი – 23 ერთეული შეადგინა და ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი.

ოთხი მოგებითა და ხუთი მარცხით ბასკონია ევროლიგაში მეათე ადგილზეა. 22 ნოემბერს ბასკონიელები სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლებენ.