“ტოტენჰემმა” პოჩეტინიო გაათავისუფლა

0
14

ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ლონდონის ,,ტოტენჰემმა” არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინიო დაითხოვა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. ,,დეზებიანი მამლების” ხელმძღვანელობა გუნდის ბოლოდროინდელი ასპარეზობით უკმაყოფილი იყო.
,,ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მარტივად არ მიგვიღია. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი შედეგებით ყველანი იმედგაცრუებულები ვართ.
გადაწყვეტილების მიღება ბორდს აკისრია, პოჩეტინოსთან დაკავშირებული მოგონებების გათვალისწინებით, ეს იოლი არ ყოფილა, თუმცა ყველაფერს გუნდის ინტერესებისთვის ვაკეთებთ. მაურისიო და მისი სტაფი “ტოტენჰემის” ისტორიაში სამუდამოდ დარჩება”, – განაცხადა გუნდის მმართველმა დენიელ ლევიმ.
,,ტოტენჰემი”, ასევე, პოჩეტინოს ასისტენტმა ხესუს პერესმაც დატოვა.
არგენტინელი სპეციალისტი ლონდონურ გუნდში 2014-2015 წლების სეზონიდან მუშაობდა. გასულ სეზონში პოჩეტინოს ხელმძღვანელობით ,,ტოტენჰემმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. 2018 წლის მაისში მწვრთნელმა ,,დეზებთან” ახალი ხელშეკრულება გააფორმა.