გიორგი შერმადინი – ექვსიდან ექვსი მოგება

0
19

ზედიზედ მეორე, ფაქტობრივად წაგებული მატჩი შემოატრიალა გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”. ესპანურმა გუნდმა სტუმრად ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ვეფ-თან მეოთხე პერიოდი 26:9 მოიგო, საბოლოოდ 68:64 იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიჯრით მეექვსე წარმატება იზეიმა.

რიგელები მესამე რაუნდის შემდეგ 55:42-ს იგებდნენ და დამაჯერებლადაც თამაშობდნენ, თუმცა “ტენერიფეს” კალათბურთელებმა თავისი კლასი მეოთხე რაუნდში გამოავლინეს და ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე მატჩი მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ბოლო წუთზე ესპანელები სალინის სამქულიანებით გადაურჩნენ “გაზიანთეფთან” წაგებას.

ვეფ-თან გიორგი შერმადინის მონაგარი 20 წუთში 8 ქულა (ხუთიდან სამი ორქულიანი, ორიდან ორი საჯარიმო), ექვსი მოხსნა, სამი პასი იყო. ტენერიფელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა გაბრიელ ლუნდბერგმა, რომელიც 15 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.