თორნიკე შეუჩერებელია: შენგელიას 26 ქულა “ფუენლაბრადასთან”

0
15

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური მატჩი გამართა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ფუენლაბრადასთან საშინაო მატჩში 26 ქულა ჩააგდო. თოკომ 16-დან 8 ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამიანი, 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. საბოლოოდ, 26 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი 35 წუთში მოაგროვა.

ცოტა არ იყოს, გასაკვირია – ესოდენ კარგი შემადგერნლობის “ბასკონიას” ბოლოდროინდელი წარუმატებლობა. ევროლიგაზე ბასკები ისრაელის “მაქაბისთან” შერცხვნენ, ამჯერად კი, ესპანეთის ჩემპიონატში ისევ შინ “ფუენლაბრადასთან” დამარცხდნენ – 80:92.

“ბასკონიას” შიდა ასპარეზზე 4 მოგება, 5 წაგება აქვს და ხუთ გუნდთან ერთად მეათე-მეთოთხმეტე ადგილებს ინაწილებს. შენგელიას გუნდს უახლოესი მატჩი ევროლიგაზე, 20 ნოემბერს შინ, ცსკა-სთან ელის.