ბურჯანაძის 10 ქულა 10 წუთში

0
17

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში “მურსიას” 85:79 სძლია, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10:09 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ბექამ სამივე ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ორი პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ორჯერ დაჯარიმდნენ.

გრან კანარიამ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, სტუმრად, ერთპიროვნულ ლიდერ მადრიდის “რეალთან” ჩაატარებს.