მანჩინიმ “სკუადრა აძურას” ოთხმოცწლიანი რეკორდი გააუმჯობესა

0
19

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ,,სკუადრა აძურას” რეკორდი დაამყარა. მანჩინი გახდა პირველი მწვრთნელი ისტორიაში, რომლის ხელმძღვანელობითაც იტალიამ ზედიზედ 10 მატჩის მოგება შეძლო.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებმა ევრო2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბოსნია სტუმრად 3:0 დაამარცხეს. მანამდე კი მანჩინის გუნდმა აშშ–ის, ფინეთს (ორჯერ), ლიხტენშტეინს (ორჯერ), საბერძნეთს (ორჯერ), ბოსნიასა (შინ) და სომხეთს მოუგო.

წინა რეკორდი ვიტორიო პოცოს ეკუთვნოდა, 1938-1939 წლებში მისი ხელმძღვანელობით იტალიამ ზედიზედ ცხრა შეხვედრაში იმარჯვა.

,,სკუადრა აძურას” ცხრა ნაკრებთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული აქვს. მომავალ მატჩს იტალია 18 ნოემბერს, სომხეთის წინააღმდეგ გამართავს.