ბერნარდ შალანდი: “ფინალში ჩვენი რეალური მეტოქე საქართველოა”

0
24
კოსოვოს ნაკრები ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა ტურში პლზენში ჩეხეთთან 1:2 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა, თუმცა ერთა ლიგის ნახევარფინალშია გასული, მისი მწვრთნელი ბერნარდ შალანდი კი საქართველოს ეროვნული გუნდის შვეიცარიასთან მატჩში სანახავად სენტ გალენში ჩავიდა და ნამატჩევს მოკლე კომენტარი გააკეთა.
“მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალში სკოპიეში მაკედონიას დავუპირისპირდებით. მე კიდევ მაქვს შანსი ეროვნული გმირი გავხდე. ჩვენი რეალური მეტოქე ფინალში საქართველოა, ამიტომ ვარ აქ”, – განუცხადა შალანდმა blick-ს.