საბოლოოდ გაცხადდა – მარტში ბელარუსს ვუმასპინძლებთ…

0
35
ევროშესარჩევის ჯგუფიდან კოსოვოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე შეიცვლებოდა. თუმცა, ჩეხეთმა შინ “კოსოვარებს” თამაში შემოუტრიალა, 2:1 მოუგო, თავად მეორე ადგილი გაინაღდა და ბალკანელები ჯგუფში ჩატოვა.
მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა. მასპინძლები თამაშით სჯობდნენ მეტოქეს, თუმცა სტუმრები სტანდარტულებისას სახიფათონი იყვნენ და შესვენების შემდეგ “შეფილდ უენდსეის” 30 წლის მაღალმა თავდამსხმელმა ნუჰიუმ ანგარიში გახსნა. დაწინაურებული კოსოვო ამის შემდეგ დაცვაში ჩადგა, თუმცა ამან სასიკეთო შედეგი ვერ მოუტანა – ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა.
ასე და ამგვარად, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ბელარუსს უმასპინძლებს.