კეინის ჰეთ თრიქი ინგლისის საიუბილეო მატჩში

0
102
ინგლისმა საიუბილეო, მეათასე ოფიციალურ მატჩში (პირველი შეხვედრა 1872 წლის 30 ნოემბერს გლაზგოში შოტლანდიასთან ჩაატარა) ევრო 2020-ის შესარჩევში მონტენეგრო 7:0 გაანადგურა და ევროპირველობის საგზური გაინაღდა.

„ტოტენჰემის“ შემტევმა ჰარი კეინმა ჰეთ თრიქი გაიფორმა და ინგლისის ნაკრების ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილზეა.
„სამი ლომის“ მაისურით მან 43 მატჩში 31 გოლი გაიტანა და ნეტ ლოფჰაუსს, ალან შირერსა და ტომ ფინის გაუსწრო. საუკეთესო მეგოლე კი უეინ რუნია 53 ბურთით.
მეგოლეთა პირველი ხუთეული კი ასეთია: 1. უეინ რუნი (53), 2. ბობი ჩარტლტონი (49), 3. გარი ლინეკერი (48), 4. ჯიმი გრივსი (44), 5. მაიკლ ოუენი (40).