საქართველო სრულად შეიკრიბა

0
18

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიასთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის უკვე 24 ფეხბურთელით ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ორი დღეა გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში იმყოფება.  ქართველმა ფეხბურთელებმა ლანდსბერგის სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშეს. ეროვნული ნაკრები  შვეიცარიასთან და ხორვატიასთან შეხვედრებს დაცვის ხაზში დანაკლისით ხვდება. სწორედ ამიტომ, დღეს ეროვნულ ნაკრებს თბილისის „საბურთალოს“ წევრი გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
14 ნოემბერს ჩვენი გუნდი შვეიცარიაში გადაინაცვლებს, სადაც მატჩის წინა ბოლო ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერნეციაა დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს, საფეხბურთო კლუბ სენტ გალენის სტადიონზე 15 ნოემბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.
19 ნოემბერი 21:00 საათი, პულა, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
ხორვატია – საქართველო