„რეალი“ მბაპეში 400 მილიონს გადაიხდის

0
22

მადრიდის „რეალი“ მზადაა პსჟ-ის შემტევ კილიან მბაპეში სარეკორდო თანხა გადაიხადოს – გვამცნობს Le Parisien. საუბარია 400 მილიონ ევროზე.
ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ბრაზილიელი ნეიმარისაა, რომელიც „ბარსელონადან“ „პარი სენ ჟერმენში“ 222 მილიონ ევროდ გადავიდა.
მბაპეს კი პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა, ფრანგული მედია უკვე წერდა, რომ 20 წლის ვარსკვლავი აღარ არის დაინტერესებული პარიზელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებით.
მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ის მაისურით შვიდი მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.