მილიონნახევრიანი ინვესტიცია ბათუმის “დინამოში”

0
18
ბათუმის “დინამოსა” და სამშენებლო კომპანია “ეიჩ გრუპ ქონსტრაქშენს” შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.
უახლოეს მომავალში კომპანია კლუბში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებაა.კლუბი ჩართული იქნება “ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის” ახალი პროექტის, “7 Heaven Residence”-ის მარკეტინგულ კამპანიაში.
ანგისას სპორტულ ბაზაზე დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბათუმის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და სამშენებლო კომპანია “ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის” დირექტორმა მაგამედ ჩაბიევმა მოაწერეს.