ერლინგ ჰოლანდი: ,,ხუთ ბურთთან ერთად მძინავს”

0
56

,,ზალცბურგის” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, განაცხადა, რომ ბურთებთან ერთად სძინავს:
,,ბურთებთან ერთად ვიძინებ და თავს კარგად ვგრძნობ, მათ ყოველ დღე ვუყურებ. გოლების გასატანად ეს საუკეთესო გზაა. ჩემს საძინებელში 5 ბურთია, ისინი ჩემი მეგობრები არიან.
საჭირო არ არის, ვისაუბრო რისი გაუმჯობესება მჭირდება, ამაზე მწვრთნელთან და გუნდთან ერთად ვმუშაობ. რაც შეეხება ჩემს საუკეთესო თვისებას, ამას მოედანზე თავად უყურებთ.
სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ჩემი ყიდვა ტოპ-გუნდებს სურთ. ვითამაშებდი თუ არა რონალდუსთან ერთად ,,იუვენტუსში” ? უკომენტაროდ”, – ჰოლანდის სიტყვებს Dagbladet ციტირებს.
ჰოლანდს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი. თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებს 7 გოლით ლიდერობს.