“ბარსელონას” 300 ფეხბურთელს ხელფასი დაენიშნებათ

0
14

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ და მოქმედ დაახლოებით 300 ფეხბურთელს ცხოვრების ბოლომდე ხელფასი დაენიშნებათ.
როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა ლაპორტამ 2009 წლის ლიგის ფინალის შემდეგ მიიღო, სადაც “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა.
“2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესის გოლის წყალობით “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა. რომის ფინალის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპული თასი მოიგო, ცხოვრების ბოლომდე ხელფასს მიიღებდა” – აღნიშნა “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხუან კარლოს ჰერედიამ.
არსებობის ისტორიის მანძილზე კი, “ბარსელონამ” ევროპული ტურნირები 12-ჯერ მოიგო და ცხოვრების ბოლომდე ხელფასს გუნდის 300-მდე მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელი მიიღებს.