შენგელიას პირადსარეკორდო 29 ქულა “ბასკონიაში”

0
22

თორნიკე შენგელია კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. ვიტორიის ბასკონიას ქართველი ფორვარდი როგორც ევროლიგაში, ისე შიდაჩემპიონატში ჩაუქობს. ესპანეთი ჩემპიონატის მორიგ ტურში ბასკონია სტუმრად შეხვდა “ობრადორიოს” და შენგელიას წინამძღოლობით დამაჯერებელი სხვაობით – 92:79 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა ბასკონიაში პირადი რეკორდი დაამყარა – მის ანგარიშზე 29 ქულა დაგროვდა. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი 28 ქულა იყო, რომელიც თორნიკემ “მურსიას” ჩაუგდო.

“ობრადორიოსთან” სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ მოედანზე 33:46 წუთი გაატარა და 29 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 14-დან 6 ორქულიანი, ორივე სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ერთი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი მეოთხედის ბოლო წამებზე თორნიკემ კალათში საკუთარი ნახევრიდან ნასროლი ბურთი ჩააგდო და ეს, შეხვედრის უმთავრეს ჰაილაითად იქცა.