პეპ გვარდიოლა: ,,კითხვები დაუსვით მსაჯებს და არა – მე”

0
32

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ლივერპულთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,დღეს ყველას ვაჩვენეთ, რატომ ვართ ჩემპიონები. საკუთარი გუნდით ისე ვამაყობ, როგორც არასდროს. შეგვიძლია, ვიამაყოთ იმით თუ როგორ ვითამაშეთ ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ.
მსაჯების გადაწყვეტილებები? კითხვები დაუსვით მსაჯს და არა მე. ჰკითხეთ მაიკ რაილსა და მის პარტნიორებს. მე ჩვენს თამაშზე ვისაუბრებ, ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. ისე ვთამაშობდით, როგორც ნამდვილი ჩემპიონები.
ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის თამაშს ჰგავდა, იმ მატჩშიც არაერთი წარმოუდგენელი მომენტი იყო. ვაგებდით, მაგრამ არ დავნებდით, რადგან ჩემპიონები ვართ”, – გვარდიოლას სიტყვებს BBC ციტირებს.
პრემიერლიგის მე-12 ტურში ,,ლივერპულმა” ,,მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. 12 ტურის შემდეგ ,,ლივერპული” 34 ქულით პირველ პოზიციაზეა, ,,სიტი” კი 25 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.