გიორგი ჩაკვეტაძით “ვალენსია” დაინტერესდა

0
21
მექსიკური სპორტული საიტი TodoFichajes-ის ცნობით, ბელგიის “გენტის” ქართველის შემტევით ესპანური “ვალენსია” ინტერსდება და გუნდის გაძლიერების ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილავს.
როგორც სტატიაში წერია, TodoFichajes-მა მიიღო ეს ინფორმაცია და “ვალენსიას” სპორტული დირექტორატს დღის წესრიგში გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა აქვს. მათივე ინფორმაციით, ესპანური კლუბი უკვე დაუკავშირდა “გენტს”. ბელგიელებს ჩაკვეტაძის გაყიდვა, დაახლოებით, 25 მილიონი ევროს ფარგლებში სურთ.