სანაძის საუკეთესო მატჩი პორტუგალიაში

0
3

დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი პორტუგალიის ჩემპიონატში. ქართველი უკანახაზელის “ოლივეირენშემ” “ვიტორიას” უმასპინძლა და 90:63 რომ დაამარცხა, სანაძე კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დუდა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:47 წუთი გაატარა. სანაძემ 10-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე მთლიანობაში 20 ქულა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. ის ოლივეირენშელთაგან შედეგიანობით მხოლოდ მარკ ნორელიას ჩამორჩა, რომელმაც 29 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

5 მოგებითა და 1 მარცხით “ოლივეირენშე” ჩემპიონატში 1-2 ადგილებს “ბენფიკასთან” იყოფს. შემდეგ ტურში სანაძის გუნდი 16 ნოემბერს, სტუმრად “მადეირასთან” ითამაშებს.