დიდი სარაგბო ზეიმი ზესტაფონში

0
5

9 ნოემბერს, ზესტაფონში დიდი სარაგბო ზეიმია, რომელიც რევაზ მუმლაძის სახელობის მე-7 საჯარო სკოლაში დაიწყება და ზესტაფონის სარაგბო მოედანზე დასრულდება.

„მსოფლიო რაგბისა“ და საქართველოს რაგბის კავშირის ახალი ინიციატივები – ქუჩის რაგბი და 10-კაცა დედაქალაქს სცდება. საქართველოს რეგიონებიდან ინოვაციებთან ზიარების პირველი პატივი ზესტაფონს ერგო.

შაბათს, 12 საათზე, რევაზ მუმლაძის სახელობის მე-7 საჯარო სკოლის მოედანზე (მის.: აკაკი წერეთლის 6), 12 საათზე ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები გავლენ, მათ შორის ბორჯღალოსნები და ქუჩის რაგბის საჩვენებელ მატჩს გამართავენ. მოყვარულებზე მორგებულ, სრულიად უსაფრთხო თამაშის წესებს, ისინი მაყურებლებს აუხსნიან და თამაშში ჩართავენ. იმისათვის, რომ შემდგომში მათ დამოუკიდებლად შეძლონ ბურთაობა, საჩუქრად გადაეცემათ რაგბის ბურთები და ქუჩის რაგბის წესები.

14:30 საათზე, ზესტაფონის რაგბის მოედანზე (ნიკოლაძის ქუჩა) პირველად ჩატარდება 10-კაცა. ერთმანეთს „ბ“ ლიგის (16-წლამდე) ზესტაფონის ‘არწივების’ მორაგბეები შეხვდებიან. 10-კაცაში თამაში 20 წუთი გრძელდება (ორი 10-წუთიანი ტაიმი), მოედანზე სივრცეები მრავლადაა და თამაშიც დინამიური გამოდის. რაგბის ამ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი კლუბები სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებენ.