როდრიგოს რეკორდები “სანტიაგო ბერნაბეუზე”

0
10

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა სტამბოლის “გალათასარაის” წინააღმდეგ ჩაატარა და 6:0 იმარჯვა. მატჩში ჰეთ თრიკი გუნდის ახალგაზრდა ბრაზილიელმა როდრიგომ შეასრულა. მისი გოლები კი სარეკორდო აღმოჩნდა.
როდრიგო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.
ამას გარდა, როდრიგო გახდა რაულის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ თრიკი შეასრულა.
როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში დუბლი ყველაზე სწრაფად შეასრულა. ბრაზილიელს ამისათვის 6 წუთი და 14 წამი დასჭირდა.
„ბურთი უკვე შევინახე. როდესაც მესამე გოლი გავიტანე, არ მიფიქრია, რომ იდეალური ჰეთ თრიკი შევასრულე. შემდეგ გასახდელში თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ გოლები თავით, მარჯვენა და მარცხენა ფეხებით შევაგდე.
ყველაფერი მარტივია, როდესაც ბენზემასთან ერთად თამაშობ. ის ათიანია, რომელიც ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშობს. ბედნიერი ვარ იმით, რომ მის გვერდით ვთამაშობ.
ცხადია, ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჩემი ოცნებების ასრულების დღეა, თუმცა ახლა დროა, რომ მუშაობა გავაგრძელო“, – განაცხადა როდრიგომ ნამატჩევს.