პიკე: “ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროსაც არ ვთამაშობდით კარგად და ტრიპლეტი მოვიგეთ”

0
21

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასა” და პრაღის “სლავიას” შორის 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კატალონური გუნდის მცველმა ჟერარ პიკემ, ისაუბრა:
„ისე არ ვთამაშობთ, როგორც გვინდა, რომ ვთამაშობდეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზეც და ლა ლიგაშიც კარგი სიტუაცია გვაქვს. შედეგები ცუდი არ გვაქვს, მაგრამ გვინდა, რომ უკეთესი იყოს.
თუ ჩვენ ასე თამაშს გავაგრძელებთ, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, თუმცა ლუის ენრიკეს დროსაც არ ვთამაშობდით კარგად და ტრიპლეტი მოვიგეთ“.