“სლავიამ” ბარსელონაში გოლი არ გაუშვა

0
21
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში “ბარსელონამ” პრაღის “სლავიას” უმასპინძლა.
ლა ლიგაზე “ლევანტესთან” 1:3 წაგების შემდეგ “ბარსამ” ვერც სლავიას” მოუგო (0:0), რომელსაც სტუმრად ძლივს სძლია (2:1).
პრაღულმა გუნდმა ისევ კარგად ითამაშა “ბარსასთან”, მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კოლარჟი და მიღწეული ფრე დიდწილად მისი დამსახურებაა. მან სემედოს, რობერტოს და სამჯერ მესის დარტყმული ბურთები მოიგერია, ხოლო ერთხელ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა.
“ბარსელონამ” თებერვლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა სახლში გოლის გატანა.
მასპინძელთა გუნდის მცველმა ჟერარ პიკემ ტურნირზე მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ ტურში “დორტმუნდთან” ვერ ითამაშებს.
ტურნირზე “ბარსა” სახლში ბოლო 34 მატჩში დაუმარცხებელია.
“სლავია” პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “კამპ ნოუზე” ბოლო 7 წელიწადში გოლი არ გაუშვა.