მესიმ გალიარდო შეარჩია

0
19

კატალონიის „ბარსელონას“ „რივერ პლეიტის“ მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო დაუკავშირეს. El Chiringuito-ს ინფორმაციით, კატალონურ გრანდში ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად არგენტინელ სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავენ.

გალიარდოს „რივერთან“ კონტრაქტი 2021 წლის დეკემბრამდე აკავშირებს, მაგრამ რეალური შეთავაზების შემთხვევაში „ბლაუგრანას“ მისი გადაბირება არ უნდა გაუჭირდეს.

როგორც გამოცემა წერს, მარსელოს მთავარი პროტეჟე მისი თანამემამულე ლიონელ მესია. ლეოს გალიარდო ძალიან მოსწონს და გამოკითხვაში 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელა.