კასილიასი ვარჯიშს შეუდგა

0
19

მადრიდის „რეალის“ ყოფილი და „პორტუს“ ამჟამინდელი გოლკიპერი, იკერ კასილიასი ვარჯიშს დაუბრუნდა. როგორც მოგეხსენებათ ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ რამდენიმე თვის წინ გულის შეტევა გადაიტანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კასილიასი საყვარელ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებდა, თუმცა იკერი მეკარის ხელთათმანების კიდევ ერთხელ მოსარგებად მაქსიმუმს აკეთებს.

ვარჯიშის განახლების შესახებ ესპანელმა კიპერმა თავად გვამცნო. მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ბუცების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან ასეთი ფრაზა დაურთო: „6 თვისა და 3 დღის შემდეგ… ისინი კიდევ ერთხელ გამოიყენეს“.

View image on Twitter
AS-ის ინფორმაციით იკერი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და მისი ვარჯიშები 20-დან 25 წუთს გრძელდება. მართალია კასილიასი თანაგუნდელებთან ერთად ჯერ ვერ ვარჯიშობს, მაგრამ მოედანზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა.