გოგა ბითაძე NBA-ში მეშვიდეა

0
28
“ინდიანა პეისერსის” ახალბედა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ბლოკების სტატისტიკით NBA-ში მეშვიდე ადგილზეა. გოგა მატჩში საშუალოდ 2.3 ბლოკს აკეთებს. მან მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პარკეტზე საშუალოდ მხოლოდ 14.2 წუთს ატარებს.
ბლოკების კატეგორიაში პირველ ადგილზე დეანდრე აიტონი გახლავთ, თუმცა მას მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მეორე ადგილზე მყოფ ენტონი დევისს (“ლოს ანჯელეს ლეიკერსი”) საშუალოდ სამი ბლოკი აქვს შეხვედრაში.
მესამე ადგილზე “დალასის” ლატვიელი გიგანტი კრისტაპს პორზინგისი გახლავთ 2.7 ბლოკით. შემდეგ მოდიან ანდრე დრამონდი, ჯონათან ისააკი, დუაიტ ჰოვარდი და გოგა ბითაძე.
ქართველი, ამ ჩამონათვალში გარდა იმისა, რომ ყველაზე ახალგაზრდაა, ყველაზე ნაკლებ დროს ატარებს პარკეტზე. დუაიტ ჰოვარდი მასზე შვიდი წუთით მეტს თამაშობს, დანარჩენებს კი მინიმუმ ორჯერ მეტი სათამაშო დრო აქვთ.