20 წლის დონჩიჩის მიღწევებს თვლა არ აქვს

0
23

“დალას მავერიქსის” 20 წლის კალათბურთელმა ლუკა დონჩიჩმა “კლივლენდთან” მოგებულ შეხვედრაში (131:111) NBA-ს ერთდროულად ოთხი მიღწევა დააფიქსირა.
ლუკამ შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა, მის ანგარიშზე 29 ქულა, 14 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა იყო და “დალასის” გამარჯვება სწორედ მისი დამსახურება გახლდათ.
ლუკა NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ორ მატჩში ზედიზედ 29 ქულაზე, 13 მოხსნასა და 15 გადაცემაზე ნაკლები არ დააფიქსირა.
20 წლის სლოვენიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 2 შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა და 25 ქულაზე ნაკლები არ ჩაუგდია.
ლუკა “დალასის” ისტორიაში გახდა მეორე კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში მინიმუმ 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ბოლოს კი, 1965 წლის შემდეგ ლუკა გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ში, რომელიც ზედიზედ ორ მატჩში აგროვებდა მინიმუმ 25 ქულას, 10 მოხსნასა და 15 შედეგიან გადაცემას. ბოლოს ასეთი რამ ოსკარ რობერტსონმა გააკეთა.