თბილისის “დინამო” კუტალიას დუბლმა გაალიდერა

0
21

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურმა გათამაშების ცხრილში ლიდერი შეცვალა. თბილისის “დინამომ” “ტორპედოსთან” შეხვედრა 2:1 მოიგო და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. დაპირისპირება ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ტორპედოელთა კარი მე-20 წუთზე ლევან კუტალიამ აიღო. “დინამოს” თავდამსხმელმა მატჩის პირველ ნახევარში თავისი ყოფილი გუნდის კარში კიდევ ერთი ბურთი შეაგდო და  და დუბლი მიითვალა. მეორე ტაიმში თამაშის ხასიათი არ შეცვლილა, თუმცა სტუმრებმა გაცილებით მეტი სახიფათო მომენტის შექმნა შეძლეს. 63-ე წუთზე “დინამო” გაშვებულ გოლს ხოსე პერალესმა გადაარჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში “ტორპედომ” მაინც მოახერხა სიტუაციის დაძაბმა. სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. გატანილი გოლით თავი გიორგი კიკნაძემ გამოიჩინა.

33 ტურის შემდეგ თბილისის “დინამომ” 66 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციაზეა. ბათუმის “დინამო” 64 ქულით მეორეა, “საბურთალო” 61 ქულით მესამე.