საქართველო რეიტინგში დაქვეითდა

0
25

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, რეიტინგი განახლდა და საბოლოო სახე მიიღო. ფინალის მოგების შემდეგ, სამხრეთ აფრიკა რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და გალიდერდა, ხოლო ინგლისმა პირველი ადგილიდან მესამეზე ჩაინაცვლა.

მსოფლიო თასის წინ, რეიტინგის სათავეში ირლანდია იყო, თუმცა ოთხი საფეხურით დაქვეითდა და ახლა მეხუთე ადგილს იკავებს. ორი ადგილით დაწინაურდა იაპონია და ამჟამად მერვე პოზიციაზეა.

სამწუხაროდ, მსოფლიო თასი საქართველოს ნაკრებისთვის რეიტინგის თვალსაზრისითაც წარუმატებელი გამოდგა – ტურნირამდე, “ბორჯღალოსნები” მეთორმეტე ადგილზე იყვნენ და ახლა მეთოთხმეტე პოზიციას იკავებენ.

განახლებული რეიტინგის ოცეული ასე გამოიყურება: