კაჭარავას გოლი და ქეცბაიას გუნდის ერთპიროვნული ლიდერობა

0
13

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ”ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე ”ოლიმპიაკოსი” 4:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ნიკა კაჭარავა და გიორგი ლორია მოხვდნენ.
მასპინძელთაგან მეორე გოლი ნიკა კაჭარავას ანგარიშზეა, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში გოლი გაიტანა. მან თავი 53-ე წუთზე გამოიჩინა. ტანმაღალი ქართველი თავდამსხმელი 68-ე წუთზე შეცვალეს.
63-ე წუთზე თამაშში ბუბა დაუშვილი ჩაერთო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია.
ქეცბაიას გუნდმა 7 ტურში 17 ქულა მოაგროვა, 5 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.