იბრაჰიმოვიჩი “მილანს” უახლოვდება

0
19

,,ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ,,მილანს” უახლოვდება, ინფორმაციას Marca ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრანსფერით ორივე მხარეა დაინტერესებული. ,,მილანის” მფლობელმა კომპანიამ, Elliott Management-მა, ზვონიმირ ბობანსა და პაოლო მალდინის ზამთარში გამოცდილი ფეხბურთელის ყიდვის ნებართვა მისცა. იტალიურ პრესაში იწერება, რომ ,,როსონერის” გარდა, შვედის გადაბირებით ,,ბოლონიაც” ინტერესდება – სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი 8 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
იბრაჰიმოვიჩი ,,მილანში” 2010-2012 წლებში თამაშობდა. ფორვარდმა მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 85 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა.
ზლატანს ლოს ანჯელესურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს.