“ბარსელონამ” შვიდ წუთში სამი გოლი გაუშვა

0
21
ესპანეთის ლა ლიგას მეთერთმეტე ტურში “ბარსელონა” გასვლაზე 1:3 დამარცხდა “ლევანტესთან”.
“ბარსა” პირველ ტაიმში მესიმ პენალტით დააწინაურა, 61-ე წუთამდე იგებდა და ვინ იფიქრებმა თუ წააგებდა, მაგრამ შემდეგ შვიდ წუთში სამი გოლი გაუშვა. დარჩენილ დროში კატალონური გუნდი ერთფეროვნად უტევდა და დამარცხდა.
“ლევანტემ” უკანასკნელ წელიწადნახევარში “ბარსელონას” მესამედ მოუგო.
პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა სუარესმა და შეცვალეს.