შოთა არველაძეს თურქეთის გუნდი იწვევს

0
13
ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძის მიმართ ინტერესს თურქული სუპერლიგის კლუბი “გიოზტეპე” იჩენს და იზმირული კლუბის პირველი არჩევანი სწორედ ის გახლავთ.
აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე თურქული გამოცემა ავრცელებს. “გიოზტეპეს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტამერ ტუნა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს გუნდიდან და ახალი დამრიგებლის პოვნა კლუბის პრეზიდენტ მეჰმეთ სეფილს მალე სურს.
შოთას გაწვრთნილმა “ფახთაქორმა” 23 თამაშიდან 21 მოიგო და წაუგებლად ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მოიპოვა ჩემპიონობა.
შოთა არველაძე თურქეთის პრემიერლიგაში აქამდე უკვე მუშაობდა. შოთა “კაიზერსპორს”, “ქასიმფაშასა” და “ტრაბზონსპორს” წვრთნიდა.