რამოსი მესის შემდეგ მეორეა…

0
39

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ესპანური პრიმერას მეთერთმეტე ტურში, „ლეგანესს“ (5:0) 24-ე წუთზე პენალტი გაუტანა და ლიონელ მესის შემდეგ, მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინაც ტურნირის ზედიზედ მე-16 სეზონში შეძლო გატანა.

33 წლის რამოსი „სამეფო კლუბში“ 2005 წლიდან თამაშობს. ჯამში „რეალის“ მაისურით, მან 468 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 62 ბურთი გაიტანა და 30 საგოლე პასით გამოირჩა. კლუბთან მისი მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.