ინვესტორი პირობებს აყალიბებს

0
25
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ კლუბის შეძენა გერმანელ ინვესტორებს სურთ.
ქუთაისელ გულშემატკივართა კლუბმა “ჩვენ ვართ ტორპედომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანულ მხარეს ფრანკფურტის “აინტრახტის” აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდეგია:
1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. ტორპედოს აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის “აინტრახტის” აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.