შენგელიას 17 ქულა და შვიდი მოხსნა

0
18

თორნიკე შენგელია ევროლიგაში წარმატებულ თამაშს აგრძელებს, თუმცა მისი “ბასკონია” ყოველთვის მოგებული ვერ რჩება. მეხუთე ტურის მატჩში ბასკონიელები ფრანგულ “ვილერბანს” ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 63:66 დამარცხდნენ.

ბასკონიელოთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო. შენგელიამ 30:18 წუთში 17 ქულა (საუკეთესო მაჩვენებელი მატჩში) ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო, რაც თამაშში საუკეთესო შედეგია ვილერბანელ ტონი ჯეკირისთან ერთად. თოკომ 17 ქულას 7 მოხსნა, ორი პასი და ერთი ბლოკი დაუმატა.

ორი მოგებითა და სამი მარცხით “ბასკონია” ათენის “პანათინაიკოსთან” 11-12 ადგილებს იყოფს. მეექვსე ტურის მატჩს შენგელიას გუნდი 2 ნოემბერს, შინ, მიუნხენის “ბაიერნთან” გამართავს.