მესის საუკეთესო თამაშმა “ბარსა” გაალიდერა

0
53
ესპანეთის ლა ლიგას მეთერთმეტე ტურში “ბარსელონამ” შინ “ვალიადოლიდი” 5:1 დაამარცხა.
ლეო მესიმ დუბლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და ტრავმის მორჩენის შემდეგ, მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან კარიერაში 50-ე გოლი გაიტანა საჯარიმოდან – 44 “ბარსაში” და ექვსი არგენტინის ნაკრებში.
სუარესმა პრიმერაზე ყველა 27 გუნდს გაუტანა, რომელთა წინააღმდეგაც ითამაშა.
“ბარსელონა” 22 ქულით გალიდერდა და 2 ნოემბერს სტუმრად “ლევანტეს” დაუპირისპირდება.
ბარსელონა. “კამპ ნოუ”. 59 896 მაყურებელი
ბარსელონა – ვალიადოლიდი 5:1
გოლები: 1:0 ლანგლე (2), 1:1 ოლივასი (15), 2:1 ვიდალი (29), 3:1 მესი (34), 4:1 მესი (75), 5:1 სუარესი (77)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა (რობერტო 78), ლანგლე, სემედო, ვიდალი, ბუსკეტსი, დე იონგი (რაკიტიჩი 60), მესი, სუარესი, ფატი (გრიზმანი 63)