კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით მესიმ რონალდუს გადაუსწრო

0
21

„ბარსელონას“ არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელ შემტევს, კრიშტიანუ რონალდუს, საკლუბო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით გადაუსწრო – გვამცნობს Actu Foot.

პრიმერას მორიგი ტურის მატჩში, „ბარსელონამ“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. მესიმ დუბლი გაიფორმა. არგენტინელს კატალონური გუნდის მაისურით ჩატარებულ 695 თამაშში 608 გოლი დაუგროვდა. რონალდუს საკლუბო დონეზე გამართულ 813 შეხვედრაში 606 გოლი აქვს გატანილი. მესის საშუალო მაჩვენებელი თამაშში 0.87 გოლია, რონალდუსი კი – 0.75.