ახალმა ზელანდიამ ლიდერობაც დაკარგა

0
32

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალური მატჩების დასრულების შემდეგ, რეიტინგის მოწინავეთა ათეულში ორი ცვლილებაა. ინგლისთან განცდილი მარცხის შემდეგ, ახალმა ზელანდიამ 2,54 სარეიტინგო ქულასთან ერთად ლიდერობაც დაკარგა და მესამე ადგილზე დაქვეითდა. პირველ პოზიციაზე კი ინგლისმა გადაინაცვლა. ერთი საფეხურით ქვემოთ გადაინაცვლა უელსის ნაკრებმა, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა. ახალ რეიტინგში, სამხრეთ აფრიკა მეორე პოზიციაზეა, ხოლო უელსი მეოთხეზე.