გიორგი ჩაკვეტაძემ “გენტთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
14
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია “გენტის” ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.
გიორგის გარდა, “გენტმა” კონტრაქტები იარემჩუკსა და დეივიდს გაუგრძელა. როგორც ჩანს, ბელგიურ კლუბში გადაწყვიტეს, რომ ამ ფეხბურთელებიდან უფრო მეტი თანხის მიღება მათთან კონტრაქტის გახანგრძლივებით შეიძლება.
ჩაკვეტაძე სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა სავარჯიშო პროცესს და ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩის ჩატარების მოლოდინშია.