საქართველომ ფიფას რეიტინგში წინ წაიწია

0
39

ფიფამ ოქტომბრის თვეში ეროვნულ ნაკრებთა რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებს მცირე პროგრესი აქვს – ერთი საფეხურით წინ წაიწია.
ვლადიმირ ვაისის გუნდს 1274 ქულა აქვს და რეიტინგში 90-ე ადგილზეა. მოგეხსენებათ, „ჯვაროსნებმა“ გასულ კალენდარულ ეტაპზე ორი თამაში ჩაატარეს, გიბრალტარს 3:2 მოუგეს, ხოლო ირლანდიასთან 0:0 ითამაშეს.

…86. ბელარუსი – 1286
87. გაბონი – 1285
88. ჰაიტი – 1281
89. ისრაელი – 1278
90. საქართველო – 1274 ქულა

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, აქ ცვლილებები არ მომხდარა და როგორც წინა თვეში ახლაც იდენტურად არიან გუნდები განლაგებულნი. ლიდერი კი, ისევ ბელგიის ნაკრებია.

1. ბელგია – 1755
2. საფრანგეთი – 1726
3. ბრაზილია – 1715
4. ინგლისი – 1651
5. ურუგვაი – 1642
6. პორტუგალია – 1632
7. ხორვატია – 1631
8. ესპანეთი – 1625
9. არგენტინა – 1617
10. კოლუმბია – 1615