რივალდო: “მბაპე ესპანეთში ან ინგლისში უნდა გადავიდეს”

0
15

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რივალდომ კილიან მბაპეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან პსჟ უნდა დატოვოს.
“ეჭვგარეშეა, რომ მბაპეს აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, თუმცა, ამისთვის “პარი სენ ჟერმენი” უნდა დატოვოს და სხვა კლუბი მოძებნოს.
“მბაპე ტალანტს ლა ლიგაში ან პრემიერ ლიგაში უფრო განავითარებს – ლიგა 1 კი ამ ორ ჩემპიონატს დონით ჩამოუვარდება. პსჟ-ს პატივისცემის მიუხედავად, მან ინგლისური ან ესპანური კლუბის მაისური უნდა მოირგოს და მხოლოდ მაშინ გაუწევს რონალდუს და მესის კონკურენციას.
ვფიქრობ, რომ “ბარსელონას” მბაპეს ყიდვა გაუჭირდება, რადგან ის ძალიან ძვირი ღირს. მაღალს ფასს კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ 20 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი და მსოფლიო ჩემპიონია”, – აღნიშნა რივალდომ.