პოლონეთში მასპინძელთა და ესპანელთა წინააღმდეგ…

0
25

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის პირველ მატჩში ჯგუფის მასპინძელ პოლონეთს დაუპირისპირდება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ დარბაზში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა 15 მოთამაშე გამოიძახა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი);
​მცველები: თალესი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი);
თავდამსხმელები: ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (სორო კომპანია, უზბეკეთი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი), ფუმასა (აპოელი, კვიპროსი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი).

პოლონეთისა და საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ზიელონა გორას დარბაზში 24 ოქტომბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრები პოლონეთის, ფინეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას კი, ორი ნაკრები მოიპოვებს.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების განრიგი:
ქ. ზიელონა გორა, 24 ოქტომბერი, 22:00 (თბილისის დროით)
პოლონეთი – საქართველო
ქ. ზიელონა გორა, 25 ოქტომბერი, 19:00 (თბილისის დროით)
საქართველო – ესპანეთი
ქ. ზიელონა გორა, 27 ოქტომბერი, 20:00 (თბილისის დროით)
ფინეთი – საქართველო