მესის მორიგი მიღწევები

0
17

კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ პრაღის ,,სლავიასთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ,,სლავია” გახდა 33-ე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, რომლის კარის აღებაც არგენტინელმა ვარსკვლავმა შეძლო. შედეგად, მესიმ კრიშტიანუ რონალდუსა და რაულის რეკორდი გაიმეორა, რომლებსაც გოლი ასევე 33 გუნდის წინააღმდეგ აქვთ ბურთი გატანილი.

გარდა ამისა, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ლიგის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა ზედიზედ 15 სეზონში მოახერხა.

მესი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის 113 გოლით მეორე ადგილს იკავებს, პირველ პოზიციაზე რონალდუა – პორტუგალიელის ანგარიშზე 127 გოლია.