მარადონას მერტენსი დაეწია

0
23

,,ნაპოლის” თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა, ,,ზალცბურგთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

ბელგიელმა ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში 115-ე გოლი გაიტანა. შედეგად, მერტენსმა დიეგო მარადონას შედეგი გაიმეორა – ლეგენდარულ არგენტინელს ,,ნაპოლის” მაისურით ამდენივე გოლი აქვს გატანილი. ნეაპოლელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 121 გოლით მარეკ ჰამშიკია.

მერტენსი ,,ნაპოლიში” 2013 წლიდან თამაშობს. ბელგიელი კლუბთან ერთად იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელია.