„ლივერპული“ ინგლისელთაგან მეოთხეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 200 გოლი გაიტანა

0
22

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, „ლივერპულმა“ ბელგიის „გენკი“ სტუმრად 4:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დუბლი შეასრულა. Opta-ს ცნობით, 57-ე წუთზე ალექსის მიერ გატანილი მეორე გოლი მე-200 გამოდგა „წითლებისთვის“ ჩემპიონთა ლიგაში.

ამრიგად, მერსისაიდელები მეოთხე ინგლისური კლუბი გახდნენ, რომელთაც ამ ნიშნულისთვის მიუღწევია. მანამდე 200-გოლიან ზღვარს „მანჩესტერ იუნაიტედმა,“ „არსენალმა“ და „ჩელსიმ“ უწიეს.

„ლივერპული“ ტურნირის ექვსგზის გამარჯვებულია, „მანჩესტერი“ – ორგზის, „ჩელსი“ ერთგზის, „არსენალი“ კი ერთადერთხელ გავიდა ფინალში.