შერმადინმა “ტენერიფეს” ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ მოაგებინა

0
14

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მონტენეგროს ქალაქ ბარში, ადგილობრივი “მორნარი” ბოლო წუთებზე 81:74 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ ცენტრს მიუძღვის, რომლის შეჩერება ვერც ერთმა მორნარელმა ვერ შეძლო. არადა მის წინააღმდეგ ძლიერი კალათბურთელები თამაშობდნენ: სლოვენიელი მეფარე მირზა ბეგიჩი, ხორვატი ფორვარდი დამირ მარკოტა, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ჯეიკობ პულენი…

გიორგი შერმადინმა 19 ქულა მოაგროვა. გადამწყვეტი იყო მისი ორქულიანი პიკ ენდ როლის შემდეგ, რომლის წყალობითაც სირენამდე ორი წუთით ადრე შერმადინის გუნდელებმა ცხრაქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (77:68) და მატჩის ბედიც გადაწყდა. შერმადინმა 24:49 წუთი ითამაშა და 18 ქულასთან ერთან ოთხი მოხსნა, სამი პასი და ორი დაფარება მიითვალა. გიორგიმ ცხრიდან ექვსი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.

ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ ესპანურ გუნდს ორი მოგება აქვს და C ჯგუფის ლიდერია, რომელშიც რვა გუნდია თავმოყრილი. “ტენერიფე” მომდევნო მატჩს შინ 29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის “პერისტერისთან” გამართავს.